· 1. პროექტის სახელწოდება; ლექსების კრებული
პირმა დაგლოცასთ ღვთისამა
პირმა დაგლოცასთ ღვთისამა,
ნაწილმა ბარძიმისამან,
ქალაქში სიონისამა
დარეკამ ზარებისამან.
მცხეთაში სვეტიცხოველმა,
გადმომცქერალმა მტკვრისამან,
ლომისამ თორმეწამემა,
პატრონმან არაგვისამან,
მა კობის წმინდა გივარგიმ,
პატრონმა დიდის მთისამან,
მა ბერმა წმინდა სამებამ,
პატრონმა ხმელეთისამან,
ივანე ნათლისმცემელმან,
პატრონმა ბალღებისამან,
მა ბახტრის წმინდა გივარგიმ,
პატრონმა მგზავრებისამან.
2.
პროექტის მთავარი იდეა (თემა) 1–2 წინადადებით: სხვადასხვა ჟანრის
ლექსების გაცნობა თანატოლებისათვის
3. პროექტის აქტუალობა: კომპიუტერულ ეპოქაში
ბავშვების წინაშე დგას კითხვის პრობლემა, წიგნების მიმართ გულგრილი დამოკიდებულება.
აქამდე გამოცემული საყმაწვილო პოეზიის კრებულები არ არის ხელმისაწვდომი ყველა ბავშვისთვის,
ამიტომ ეს პროექტი დააინტერესებს მოზარდებს და გაუჩნდებათ ქართული პოეზიისადმი ინტერესი.
4. პროექტის მიზნები: მოსწავლეები გაეცნობიან
სხვადასხვა თემაზე შექმნილ ლექსებს, გამოუმუშავდებათ კვლევის, მოძიების, კოლექტიური
მუშაობისა და პრობლემისადმი საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვის უნარი.
5. მონაწილეთა ასაკი: 14-15 წელი
6. ვადები/ხანგრძლივობა: 1,5 - 2 თვე
7. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც
შეიძლება შეიქმნას:
8. პროექტისათვის საჭირო
ძირითადი რესურსები: მოსწავლეები,
მასწავლებელი, ბიბლიოთეკა, კომპიუტერი, ფორმატები, პოსერები, ქართველი პოეტების ლექსები,
ხალხური ზეპირმეტყველების ნიმუშები.
9. პროექტის მსვლელობა
(ძირითადი აქტივობები):
1.
თანაკლასელთა ინტერესების
კვლევა;
2.
სარედაქციო საბჭოს შექმნა;
3.
ჯგუფებად დაყოფა და დავალებების
განაწილება; მოსწავლეები აქტიურად ჩაერთვებიან მუშაობაში, შექმნიან სამ ჯგუფს, აირჩევენ საქართველოს სამ კუთხეს( კახეთი, იმერეთი, ფშავი), დასვენების დღეებში ჩავლენ ამ მხარეებში, მოიძიებენ სხვადასხვა თემაზე შექმნილ ლექსებს, გააკეთებენ პოსტერებს, სლაიდ-შოუს და თემატიკის მიხედვით შექმნიან ლექსების კრებულს.
4.
კრებულების კომპიუტერული
უზრუნველყოფა, მხატვრული გაფორმება;
5.
პოსტერებისა და სლაიდ-შოუს
გაკეთება;
6.
პრეზენტაცია
10. საგნებთან/საგნობრივ
ჯგუფებთან/ეროვნულ
სასწავლო გეგმასთან
კავშირი:
1. შეარჩევს თემას ზეპირი გამოსვლისათვის, ამზადებს მოხსენებას და წარმოადგენს აუდიტორიის წინაშე. VII. 1.7.
1. შეარჩევს თემას ზეპირი გამოსვლისათვის, ამზადებს მოხსენებას და წარმოადგენს აუდიტორიის წინაშე. VII. 1.7.
2. მოიძიებს ან საგანგებოდ ქმნის ვიზუალურ მასალას
( პლაკატს, სქემას ან რაიმე თვალსაჩინოებას).
VII. 1.9.
3. პროექტის წერა სქემის მიხედვით, ამოცანებისა და
შესაბამისი ღონისძიებების განსაზღვრა. VII.
11.6.
11.
პროექტის ხელმძღვანელი
მასწავლებელი): ზეინაბ ცაბაძე
- ტალახაძე, 141-ე საჯარო სკოლა
12. ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: cabadzezeinab@gmail.com
13. პროექტის ვებ–გვერდი/ბლოგი cabadzezeinabi15.blogspot.com
გალაკტიონი
მზეო თიბათვისა, მზეო თიბათვისა,
ლოცვად მუხლმოყრილი გრაალს შევედრები.
იგი, ვინც მიყვარდა დიდი სიყვარულით,
ფრთებით დაიფარე __ ამას გევედრები.
ტანჯვა – განსაცდელში თვალნი მიურიდნე.
სული მოუვლინე ისევ შენმიერი,
დილა გაუთენე ისევ ციურიდან,
სული უმანკოთა მიეც შვენიერი.
ხაანმა უნდობარმა , გზა რომ შეეღება,
უხვად მოიტანა სისხლი და ცხედრები,
მძაფრი ქარტეხილი მას ნუ შეეხება,
მზეო თიბათვისა,ამას გევედრები.
იმ ვარდისფერ ატმებს მოვიგონებ კვლავ
იმ ვარდისფერ ატმებს მოვიგონებ კვლავ...
იმგვარადვე მდევ... იმგვარადვე მკლავ.
ო, როგორ მომწყურდი! მწუხარეა დღე.
იმგვარივე ცა. იმგვარივე ხე...
იგივ ქარი დაჰქრის. იღუნება ბზა.
იმგვარივე მზე. იმგვარივე გზა.
ძლიერ... ძლიერ... ძლიერ... ვეტყვი ზენა ქარს
იმგვარივე ხმით იმგვარსავე ზარს.
იმ ვარდისფერ ატმებს მოვიგონებ კვლავ...
იმგვარადვე მდევ... იმგვარადვე მკლავ.
ო, როგორ მომწყურდი! მწუხარეა დღე.
იმგვარივე ცა. იმგვარივე ხე...
იგივ ქარი დაჰქრის. იღუნება ბზა.
იმგვარივე მზე. იმგვარივე გზა.
ძლიერ... ძლიერ... ძლიერ... ვეტყვი ზენა ქარს
იმგვარივე ხმით იმგვარსავე ზარს.
გიორგი ლეონიძე
ციცარი
«გადამაგდე და დამკარგე,
როგორც ჩერქეზმა ისარი»,
ასე გავარდა სამგორში,
ცას დაეხალა ციცარი.
ვაი, ნაგზაურო ციცარო,
გაზრდილო ჩემის ხელითა,
შენ სადღეგრძელოს აღარ ვსვამ
ქაფქაფა საწნახელიდან.
არც დაგიღებავ ფრჩხილებსა
ზაფრანა-დარიჩინითა,
წადი და იმას აკოცე,
ვინც მინდვრად გაგაჯირითა!
ის ბაზიერი გიყვარდეს,
გაჭმევდეს აღჯანაბადსა;
მე ჩემს გზას გამოვუდგები,
ცხენზე დავაკრავ ნაბადსა.
სათათრეთს გადავვარდები,
დამკვრელად ვივლი თარისა;
ჩოხა წვიმისა მეცმევა
და ყაბალახი მთვარისა....
როგორც ჩერქეზმა ისარი»,
ასე გავარდა სამგორში,
ცას დაეხალა ციცარი.
ვაი, ნაგზაურო ციცარო,
გაზრდილო ჩემის ხელითა,
შენ სადღეგრძელოს აღარ ვსვამ
ქაფქაფა საწნახელიდან.
არც დაგიღებავ ფრჩხილებსა
ზაფრანა-დარიჩინითა,
წადი და იმას აკოცე,
ვინც მინდვრად გაგაჯირითა!
ის ბაზიერი გიყვარდეს,
გაჭმევდეს აღჯანაბადსა;
მე ჩემს გზას გამოვუდგები,
ცხენზე დავაკრავ ნაბადსა.
სათათრეთს გადავვარდები,
დამკვრელად ვივლი თარისა;
ჩოხა წვიმისა მეცმევა
და ყაბალახი მთვარისა....
ხალხური პოეზია
საქმეზე წელი გწყდებაო
ვაჟო, ეგ შენი ქებაო
არა ვთქვა, არ იქნებაო,
პურის ჭამაზე მარდი ხარ,
საქმეზე წელი გწყდებაო.
ვაჟო, ეგ შენი ქებაო
არა ვთქვა, არ იქნებაო,
პურის ჭამაზე მარდი ხარ,
საქმეზე წელი გწყდებაო.
პირმა დაგლოცასთ ღვთისამა პირმა დაგლოცასთ ღვთისამა,
ნაწილმა ბარძიმისამან,
ქალაქში სიონისამა
დარეკამ ზარებისამან.
მცხეთაში სვეტიცხოველმა,
გადმომცქერალმა მტკვრისამან,
ლომისამ თორმეწამემა,
პატრონმან არაგვისამან,
მა კობის წმინდა გივარგიმ,
პატრონმა დიდის მთისამან,
მა ბერმა წმინდა სამებამ,
პატრონმა ხმელეთისამან,
ივანე ნათლისმცემელმან,
პატრონმა ბალღებისამან,
მა ბახტრის წმინდა გივარგიმ,
პატრონმა მგზავრებისამან.
პატრიოტიზმი
” საქართველოში იბადებოდნენ. . .”
ასე ვიწყებდი ერთ დროს ლექსის თქმას,
პატარამ,მაშინ მე არ ვიცოდი ,
რომ ჩვენი სული ქმნიდა ერის ხმას.
ასე ვიწყებდი ერთ დროს ლექსის თქმას,
პატარამ,მაშინ მე არ ვიცოდი ,
რომ ჩვენი სული ქმნიდა ერის ხმას.
აკაკი,შოთა,ილია,ვაჟა
ყველა მგოსანი სასიქადულო ,
ერთად ცდილობდნენ შეექმნათ ჟამი ,
ეპოქა დიდი ჩვენ სამსახუროდ .
ყველა მგოსანი სასიქადულო ,
ერთად ცდილობდნენ შეექმნათ ჟამი ,
ეპოქა დიდი ჩვენ სამსახუროდ .
ახალ თაობას შეტრფოდნენ მუდამ,
მათ აბარებდნენ სამშობლოს ბედკრულს,
ლექსებ–პოემებს ჩვენ გვიტოვებდნენ
და იმედებით გვივსებდნენ ჩვენს გულს …
მათ აბარებდნენ სამშობლოს ბედკრულს,
ლექსებ–პოემებს ჩვენ გვიტოვებდნენ
და იმედებით გვივსებდნენ ჩვენს გულს …
ეხლა ჟამია ოცდამეერთე…
პროგრესულ ხანად რომ წოდებულა ,
ქართველთ აღარ გვყავს გალაკტიონი ,
აღარც ვარდებით მოსჩანს ნიკალა…
პროგრესულ ხანად რომ წოდებულა ,
ქართველთ აღარ გვყავს გალაკტიონი ,
აღარც ვარდებით მოსჩანს ნიკალა…




.jpg)